Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ძეგლი დაუდგეს ცნობილი ავტომატური იარაღის შემქმნელს, მიხაილ კალაშნიკოვს


მოსკოვში ძეგლი დაუდგეს მთელს მსოფლიოში ცნობილი ავტომატური იარაღის შემქმნელს, მიხაილ კალაშნიკოვს, რომელიც 2013 წელს გარდაიცვალა. მსოფლიოში, სავარაუდოდ, არსებობს კალაშნიკოვის ავტომატის (აკ-47) 200 მილიონამდე ეგზემპლარი. სასროლი იარაღის რუსი კონსტრუქტორის ძეგლი, რომელიც დაიდგა რუსეთის დედაქალაქის ცენტრში, პუშკინისა და მაიაკოვსკის მონუმენტებთან ახლოს, გახსნა მისმა ქალიშვილმა, ელენა კალაშნიკოვამ. ცერემონიაზე დამსწრე პირებს შორის იყო რუსეთის კულტურის მინისტრი, ვლადიმირ მედინსკი. როგორც იუწყებიან, ცერემონიის დროს სამართალდამცველებმა დააკავეს აქტივისტი ანდრეი კისელიოვი, რომელსაც ძეგლთან მიტანილი ჰქონდა პლაკატი „იარაღის კონსტრუქტორი - სიკვდილის კონსტრუქტორი“. ის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც კისელიოვი კვლავ მივიდა კალაშნიკოვის ძეგლთან. ის მეორეჯერაც დააკავეს.

XS
SM
MD
LG