Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინის


გიორგი კვირიკაშვილი, ფედერიკა მოგერინი. 2016 წლის 2 დეკემბერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში, შეხვდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინის. გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრის მთავარი თემები იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა და ფედერიკა მოგერინიმ ისაუბრეს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და რეფორმებზე, რომლებიც ქვეყნის განვითარებასთან ერთად მიმართულია ევროკავშირში უფრო სწრაფი ინტეგრაციის ხელშეწყობისკენ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მისი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის შეხვედრისას, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ისაუბრეს "აღმოსავლეთის პარტნიორობის" მომავალ სამიტზეც, რომელიც ნოემბერში, ბრიუსელში გაიმართება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG