Accessibility links

საქართველოს პრემიერ-მინისტრი: საამაყოა „ღია მმართველობის პარტნიორობის ორგანიზაციის“ თავმჯდომარეობა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

საქართველო ერთი წლით უხელმძღვანელებს „ღია მმართველობის პარტნიორობის ორგანიზაციას,“ რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გადასცა. ოფიციალური ცერემონია გაიმართა ნიუ-იორკში, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესია მიმდინარეობს. გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისთვის საამაყოა „ღია მმართველობის პარტნიორობის ორგანიზაციის“ თავმჯდომარეობა და წვლილის შეტანა გამჭვირვალობისა და უფრო ძლიერი დემოკრატიისთვის მებრძოლ გლობალურ მოძრაობაში. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა ოთხი მიზნის მიღწევა - თანამშრომლობისა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა, გამჭვირვალობა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა, საჯარო მომსახურების სფეროში ინოვაციების ხელშეწყობა და ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის პარტნიორობის გააქტიურება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG