Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მექსიკაში 248 ადამიანი დაიღუპა ძლიერი მიწისძვრის შედეგად


მექსიკის მთავრობის ინფორმაციით, ყველაზე დიდი მსხვერპლია მეხიკოში
მექსიკის მთავრობის ინფორმაციით, ყველაზე დიდი მსხვერპლია მეხიკოში

248 ადამიანი დაიღუპა ამ დროისთვის ბოლო, ოფიციალური მონაცემებით მექსიკაში მომხდარი 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად. მექსიკის მთავრობის ინფორმაციით, ყველაზე დიდი მსხვერპლია მეხიკოში, სადაც სულ მცირე 117 ადამიანი დაიღუპა. დანგრეულია ასობით შენობა. სტიქიის ზონებში მაშველები, სამხედროები და მოხალისეები მუშაობენ. მიწისძვრის გამო დაიკეტა მეხიკოს აეროპორტი. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა თითქმის ოთხ მილიონ ადამიანს. ბევრ შტატში შეწყვეტილია სატელეფონო კავშირიც. ადგილობრივი დროით 19 სექტემბრის დღის პირველი საათისთვის მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი მეხიკოდან 120 კილომეტრში, პუებლის შტატში მდებარეობდა. მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა მექსიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა, ნიკოლოზ სახვაძემ. მისი ინფორმაციით, საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უბედურ შემთხვევას გადაურჩა, რადგან გამოსვლა მოასწრო შენობებიდან, რომლებიც მოგვიანებით ჩამოინგრა.

XS
SM
MD
LG