Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტილერსონი: ირანთან ბირთვულ შეთანხმებაში ცვლილებებია საჭირო


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა „ფოქს ნიუსისთვის“ 19 სექტემბერს, გვიან, მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან 2015 წელს დადებულ ბირთვულ შეთანხმებაში ცვლილებებია საჭირო, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაცია დათანხმდებოდეს, მხარი დაუჭიროს მას. იმის განმარტებისას, რომ ცვლილებების გარეშე აშშ-მა შეიძლება დატოვოს შეთანხმება, სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ადმინისტრაცია განსაკუთრებით შეშფოთებულია შეთანხმების იმ მონაკვეთის გამო, რომელსაც „მზის ჩასვლა“ ეწოდება და რომელიც გულისხმობს სანქციების გაუქმების სანაცვლოდ ირანისთვის ურანის გამდიდრების შეზღუდვის გაუქმებას ათ წელიწადში, 2025 წლისთვის. ეს ყველაზე აშკარა შეცდომაა შეთანხმებაში, განაცხადა ტილერსონმა. დოკუმენტი არაა საკმარისად მკაცრი, ის საკმარისად არ ზღუდავს მათ ბირთვულ შესაძლებლობებს, თქვა მან. აშშ-ის პრეზიდენტმა, ტრამპმა, გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას, შეუტია ირანს, როგორც მან უწოდა "მკვლელ რეჟიმს" თეირანში და განაცხადა, რომ ვერ მივემხრობით შეთანხებას, რომელის მალავს ბირვული პროგრამის შესაძლო განვითარებასო.

XS
SM
MD
LG