Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის პრეზიდენტს თავისი ქვეყნის კეთილდღეობა, ადამიანის უფლებების განვითარება სურს


უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზოევი
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზოევი

უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავკათ მირზოევმა, გაეროში თავისი პირველი გამოსვლისას პირობა დადო, რომ მის მთავრობას მიზნად აქვს მეტი კეთილდღეობა მოუტანოს ხალხს და ადამიანის უფრო მეტი უფლებების განვითარებათავისს იზრუნოს. მირზოევმა გაეროში გამოსვლისას განაცხადა, რომ ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით, მან არაერთი რეფორმა გაატარა სავალუტო და საფინანსო სფეროში. მისი თქმით, მთავრობა იმუშავებს იმისთვის, რომ შექმნას მშვიდობიანი და ეკონომიკურად განვითარებული შუა აზია, რომელიც იქნება სტაბილურობის და მდგრადი განვითარების რეგიონი, კარგი სამეზობლო. მირზოევი უზბეკეთის პრემიერი იყო 13 წელიწადი და 2016 წელს ავტოკრატი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის სიკვდილის შემდეგ, პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. შარშან დეკემბერში მკაცრად გაკონტროლებული არჩევნების შედეგად ის პრეზიდენტად აირჩიეს.

XS
SM
MD
LG