Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი აშრაფ ღანი მიესალმა დონალდ ტრამპის ახალ სტრატეგიას ავღანეთთან დაკავშირებით


ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი
ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული „ახალი სტრატეგია“ თალიბანის წინააღმდეგ არის ისეთი ნაბიჯი, რასაც ავღანელი ხალხი წლების განმავლობაში ელოდა აშშ-ის ხელისუფლებისაგან. "პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი სტრატეგია ითვალისწინებს ტერორისტების განადგურებას და მათ დატოვებას თავშესაფრის გარეშე“, - განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტმა.19 სექტემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს აშრაფ ღანიმ ავღანეთს უწოდა გლობალური ტერორიზმის წინაააღმდეგ „ფრონტის წინა ხაზზე“ მყოფი ქვეყანა, სადაც დღესდღეობით 20 საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფი მოქმედებს. ავღანეთის პრეზიდენტმა მოუწოდა თალიბანს, პაკისტანს და კონფლიქტის მონაწილე სხვა მხარეებს, რათა შეუერთდნენ მშვიდობის დამყარებისაკენ მიმართულ მოლაპარაკებებს.

XS
SM
MD
LG