Accessibility links

მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ „მის კონსტრუქციულ“ შეთავაზებას გაიზიარებს მმართველი გუნდი


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ „თანხმობის მოტივაცია“ გადაძლევს სიხისტეს, რომელიც საქართველოში მმართველ ძალას ახასიათებს, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც ცნობილია, ოპოზიციასთან ერთად შექმნილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დღეს გადაეგზავნა ვენეციის კომისიას, უმრავლესობას და გახდა საჯარო. 19 სექტემბერსსაქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ შემოღებასა და პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის წესის შენარჩუნებაზე; ასევე, ბარიერის დაწევაზე 3%-მდე, საარჩევნო ბლოკებისა და უშიშროების საბჭოს კონსტიტუციურ ორგანოდ შენარჩუნებაზე. თუმცა, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობაში პრეზიდენტისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული დოკუმენტი „პიარკამპანიად“ და იმ კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად მონათლეს, „რომელმაც პროგრესი უნდა უზრუნველყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG