Accessibility links

ირაკლი მექვაბიშვილი არჩეულ იქნა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე


ირაკლი მექვაბიშვილი

საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით აირჩია ირაკლი მექვაბიშვილი გენერალური აუდიტორის პოსტზე. საპარლამენტო სესიაზე მის კანდიდატურას 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ირაკლი მექვაბიშვილი, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) უფროს ბანკირად მსახურობდა. ირაკლი მექვაბიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ხუთი წლის ვადით აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე ლაშა თორდია შეცვალა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG