Accessibility links

საქართველოში ჩამოასვენეს საოპერო მომღერალი, ზურაბ სოტკილავა


ზურაბ სოტკილავა

მოსკოვიდან თბილისში ჩამოასვენეს საოპერო მომღერალი, ზურაბ სოტკილავა. 21 და 22 სექტემბერს პანაშვიდი გაიმართება მის საცხოვრებელ სახლში. 23 სექტემბერს ზურაბ სოტკილავას გადაასვენებენ ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი ჩატარდება. იმავე დღეს ზურაბ სოტკილავას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ცნობილი ტენორი მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 18 სექტემბერს, მოსკოვში გარდაიცვალა. ზურაბ სოტკილავა 80 წლის იყო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG