Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე


გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე 2016 წელს
გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე 2016 წელს

21 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე. გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლის ერთ-ერთი უმთავრესი თემა იქნება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან დაუჭირეს მხარი პოლონეთის, სლოვაკეთის, ესტონეთის, ლიტვისა და თურქეთის ლიდერებმა. მათ გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლებისას მკაცრად გააკრიტიკეს მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და მოსკოვი დაადანაშაულეს გაეროს წესდების დარღვევაში.

XS
SM
MD
LG