Accessibility links

ტილერსონი იმედოვნებს, რომ ირანი დათანხმდება მოლაპარაკების გამართვას ცვლილებებზე ბირთვულ შეთანხმებაში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი იმედს გამოთქვამს, რომ ირანი დათანხმდება მოლაპარაკების გამართვას 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში იმ ცვლილებების შეტანაზე, რომლებიც აშშ-ს სურს - მიუხედავად იმისა, რომ ირანის პრეზიდენტმა უარყო ახალი მოლაპარაკების გამართვის პერსპექტივა. 20 სექტემბერს, გვიან საღამოს გაეროში მოლაპარაკების სხვა მხარეებთან შეხვედრის შემდეგ ტილერსონმა მეორედ გამოყო შეთანხმებაში შეტანილი ე.წ. "მზის ჩასვლის" მუხლები, რომლებიც ითვალისწინებს ირანის ბირთვული აქტივობის, მაგალითად ურანის გამდიდრების დასრულებას 10 წლის შემდეგ, 2025 წელს. ეს შეზღუდვები დაწესდა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. ტილერსონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ სურს ამ მუხლების გარშემო ხელახლა გაიმართოს მოლაპარაკება და დასძინა, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი რომ ირანი ამას დათანხმდებაო, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნით ადრე ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ უარყო ამგვარი პერსპექტივა. "არასოდეს თქვა არასოდეს" - განაცხადა ტილერსონმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG