Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეის მთავრობამ დაამტკიცა ჩრდილოეთ კორეის დახმარების გეგმა


ხალხი ავტობუსის გაჩერებაზე. ჩრდილოეთი კორეა
ხალხი ავტობუსის გაჩერებაზე. ჩრდილოეთი კორეა

სამხრეთ კორეის მთავრობამ დაამტკიცა გეგმა ჩრდილოეთ კორეისთვის 8 მილიონი დოლარით დახმარების შესახებ. სეული სურსათის მსოფლიო პროგრამით, 4,5 მილიონი დოლარის პროდუქტს გაუგზავნის ბავშვებს და ორსულ ქალებს, გაეროს ბავშვთა ფონდის მეშვეობით კი ჩრდილოეთ კორეას მიაწვდის 3,5 მილიონი დოლარის ღირებულების, შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინებს და მედიკამენტებს. სამხრეთ კორეის მთავრობის განცხადებით, ჩრდილოეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა განპირობებულია ცუდი პირობებით, რომლებშიც ბავშვები და ორსული ქალები იმყოფებიან. გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში მცირეწლოვანი ბავშვების სამკურნალო, ძირითადი მედიკამენტების მწვავე დეფიციტია, არასაკმარისი კვების გამო კი სიკვდილის რისკის წინაშეა 200 ათასამდე ბავშვი.

XS
SM
MD
LG