Accessibility links

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა "მყეფარა ძაღლს" შეადარა აშშ-ის პრეზიდენტი


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რი იონ ხომ "მყეფარა ძაღლს" შეადარა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას შემდეგ, რაც 19 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას ტრამპმა ჩრდილოეთ კორეა გააფრთხილა, რომ მთლიანად გაანადგურებს, თუკი აშშ-ს და მის მოკავშირეებს დაემუქრება. რი იონ ხომ ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი ამაოდ შეეცადა მათ გაოცებას, რადგან ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის. ჟურნალისტების შეკითხვას, რას ფიქრობს იმაზე, რომ დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს უწოდა „კაცი-რაკეტა,“ რომელიც მზად არის თვითგანადგურებისთვის, რი იონ ხომ უპასუხა, რომ მას ეცოდება ტრამპის თანაშემწეები. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით 22 სექტემბერს გამოვა. ფხენიანი გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების მიუხედავად განაგრძობს თავის სარაკეტო-ბირთვულ პროგრამას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG