Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ ტრამპის კამპანიის ხელმძღვანელმა ინფორმაციის მიწოდება შესთავაზა პუტინთან დაახლოებულ რუს ოლიგარქს


მედიაში გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კამპანიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, პოლ მანაფორტმა შარშან კამპანიის მსვლელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესთავაზა რუს მილიარდერს, რომელსაც კრემლთან ჰქონდა მჭიდრო კავშირი. ვაშინგტონ პოსტი და ასოშიეიტედ პრესი ავრცელებენ მანაფორტის ელექტრონულ წერილს, რომელიც მან მისწერა შუამავალს მასსა და ალუმინის რუს მაგნატს, ოლეგ დერიპასკას შორის - "თუ მას კერძოდ სურს ინფორმირება, ამის ორგანიზება შეგვიძლიაო". მედია ამბობს, რომ მანაფორტის წარმომადგენელმა დაადასტურა იმეილით მიმოწერის ფაქტი. ვაშინგტონ პოსტის თანახმად, მანაფორტმა იმეილი მისწერა ყოფილ თანამშრომელს, კონსტანტინ კილიმნიკს, რომელთან ერთადაც წარსულში უკრაინაში ჰქონდა ნამუშევარი პოლიტიკური კონსულტაციების კუთხით. მანაფორტმა კილიმნიკს სთხოვა დერიპასკასთვის გადაეცა ინფორმაციის კერძოდ მიწოდების შეთავაზება, თუმცა, ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, უცნობია მიაღწია თუ არა ამ წინადადებამ დერიპასკამდე. იმეილი გაიგზავნა ცოტა ხნით ადრე, ვიდრე 2016 წლის ივლისში რესპუბლიკური პარტიის ყრილობა გაიმართებოდა - სადაც ტრამპმა მოიპოვა პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსი. იმ დროს მანაფორტი ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი იყო.

XS
SM
MD
LG