Accessibility links

რუსეთში დააკავეს კინოფილმ „მატილდასთან“ დაკავშირებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი სამი პირი


კინოფილმ "მატილდას" სარეკლამო ბროშურები

რუსი ოფიციალური პირების განცხადებით, დაკავებულ იქნა სამი მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია კინოფილმ „მატილდასთან“ დაკავშირებულ თავდასხმაში - რეჟისორ ალექსეი უჩიტელის ადვოკატების ოფისთან ავტომანქანის დაწვაში. „მატილდას“, რომელშიც მოთხრობილია მეფე ნიკოლოზ მეორესთან მოცეკვავი ქალის სასიყვარულო ურთიერთობის ამბავი, უპირისპირდებიან რუსი რადიკალი მონარქისტები და მართლმადიდებლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ირინა ვოლკის განცხადებით, მანქანის დაწვაში ეჭვმიტანილი ერთი პირი მოსკოვში დააკავეს, ორი კი მოსკოვის სამხრეთით, 450-მდე კილომეტრში მდებარე ლიპეცკის ოლქში. ვოლკს არ დაუსახელებია დაკავებულთა ვინაობა. „მატილდას“ გარშემო დაწყებული მწვავე დაპირისპირება და ძალადობის აქტები კრემლის ბევრ ოპონენტს მიაჩნია პრეზიდენტ პუტინის ბოლო წლების პოპულისტური კურსის, „ტრადიციულ რუსულ ღირებულებებზე“ აპელირების, ერთ-ერთ შედეგად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG