Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო ოპერაციებში


გიორგი კვირიკაშვილის გასმოვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე
გიორგი კვირიკაშვილის გასმოვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო გააგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. „ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო ოპერაციებში, ავღანეთის ჩათვლით და ევროპის კრიზისების მართვის ოპერაციებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, საქართველო 2014 წელს გახდა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის წევრი და შეუერთდა დაფინანსების, გზავნილების და ტერორისტების წინააღმდეგ მოქმედ სამუშაო ჯგუფებს. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საქართველო შეუერთდა გაეროს 14 ანტიტერორისტულ კონვენციას და ევროპულ კონვენციას ტერორიზმის აღკვეთის შესახებ და პირნათლად ასრულებს თავის ვალდებულებებს. „ჩვენს პარტნიორობას აშშ-თან უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს განვითარებისა და სტაბილურობისთვის და ჩვენი მიზანია ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ევროკავშირი თავის გლობალურ სტრატეგიაში საქართველოს აღიარებს წარმატებულ, მშვიდობიან და სტაბილურ დემოკრატიად და თავის სამეზობლოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წვლილის შემტანად.

XS
SM
MD
LG