Accessibility links

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა "გიჟი" უწოდა აშშ-ის პრეზიდენტს


ფხენიანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ დღეს, 22 სექტემბერს გაავრცელა კიმ ჩენ ინის განცხადება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს "გიჟი" უწოდა და განაცხადა, რომ მას ძვირად დაუჯდება მუქარა ჩრდილოეთ კორეის განადგურების შესახებ. ფხენიანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ დღეს, 22 სექტემბერს გაავრცელა კიმ ჩენ ინის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის უმაღლეს ხელისუფალს აიძულებს პასუხი აგოს ჩრდილოეთ კორეის სრული განადგურებისკენ მოწოდების გამო. 19 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსოფლიოს მოუწოდა, გაცილებით მკაცრი პოზიცია დაიკავოს ფხენიანისგან მომდინარე ბირთვული საფრთხის გამო და განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა სრულად განადგურდება, თუ აშშ-სა და მის მოკავშირეებს დაემუქრება. დონალდ ტრამპის საპასუხოდ დღეს გავრცელებულ განცხადებაში კიმ ჩენ ინმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს უწოდა "გიჟი ამერიკელი მოხუცი", რომელსაც ცეცხლით მოათვინიერებს. 21 სექტემბერს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ჩრდილოეთ კორეის საწინააღმდეგო ფინანსური და ეკონომიკური სანქციების გაფართოების განკარგულებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG