Accessibility links

როჰანი: ირანი სარაკეტო პროგრამას გააგრძელებს


ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ თეირანი გააგრძელებს თავის სარაკეტო პროგრამას და გააფართოებს სამხედრო შესაძლებლობებს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანისგან მოითხოვს, შეწყვიტოს „სახიფათო რაკეტების" განვითარება. „ჩვენს სამხედრო ძლიერებას გავზრდით, როგორც შემაკავებელს, გავაძლიერებთ ჩვენს სარაკეტო შესაძლებლობებს", თქვა როჰანიმ 22 სექტემბერს 1980-1988 წლების ირან-ერაყის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე თეირანში. „ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის სხვისგან ნებართვა არ გვჭირდება, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. 19 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას, ტრამპმა ირანი დაადანაშაულა, რომ მხარს უჭერს ტერორისტებს და თეირანს „კორუმპირებული დიქტატურა“ უწოდა. ტრამპი ასევე გამოვიდა გაეროს წევრების მიმართ მოწოდებით, მკაცრი ხაზი გაატარონ ირანის მიმართ და თქვა, რომ ვერ შევეგუებით „მკვლელ რეჟიმს“ გააგრძელოს სახიფათო რაკეტების ისეთი ქმედება, რომელიც რეგიონის დესტაბილიზაციას უწყობს ხელსო. ირანთან 2015 წელს მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებას როცა შეეხო, ტრამპმა თქვა, რომ ვაშინგტონს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს ისე შეთანხმებას, რომლის უკან ბირთვული პროგრამის შესაძლო შექმნა იმალება. არ არის ცხადი, მიიღო თუ არა ტრამპმა საბოლოო გადაწყვეტილება ირანთან ბირთვული შეთანხმების მიმართ ჩივილის თაობაზე. შეთანხმება გულისხმობს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას მისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების სანაცვლოდ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG