Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ახალი პრემიერი აშშ-ის პოლიტიკას არ ემხრობა და აქებს ჩინეთს


პაკისტანის პრემიერ-მინისტრb შაჰიდ ხაყან აბასი
პაკისტანის პრემიერ-მინისტრb შაჰიდ ხაყან აბასი

პაკისტანის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, შაჰიდ ხაყან აბასიმ, თავის პირველ გამოსვლაში გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, განაცხადა, რომ აშშ-ის ახალ საომარ სტრატეგიას მეზობელ ავღანეთში არ ეთანხმება. აბასიმ იქვე შეაქო ჩინეთი, რეგიონში მზარდი ეკონომიკური როლის თამაშისთვის. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული ახალი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო თალიბანის წინააღმდეგ ავღანეთში ომის მოგება, რაც პაკისტანისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რომ ისლამაბადს დახმარება და მხარდაჭერა შეუწყდება, თუ თავის ტერიტორიაზე არ მოსპობს ავღანელი თალიბებისთვის ხელსაყრელ პირობებს. აბასიმ გაიმეორა, რომ პაკისტანს არ სურს იყოს ვინმესთვის „განტევების ვაცი“. პაკისტანი მზად არის ითანამშრომლოს ავღანეთთან საზღვრის მეორე მხრიდან თავდასხმების წინააღმდეგ საბრძოლველად, თქვა აბასიმ.

XS
SM
MD
LG