Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთიდან ისევ იუწყებიან აფეთქებებით ანონიმური მუქარის შესახებ


რუსეთიდან იუწყებიან აფეთქებებით მორიგი ანონიმური მუქარის შესახებ. 22 სექტემბერს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მოსალოდნელი აფეთქებების შესახებ ანონიმური სატელეფონო ზარების გამო საჭირო გახდა ევაკუაცია დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალის ოთხი სკოლიდან და ორი უნივერსიტეტიდან. ხოლო 21 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ვლადიკავკაზში ასობით ადამიანი იქნა ევაკუირებული 18 შენობიდან. ეს პროცესი ორი დღე გრძელდებოდა შენობების დანაღმვის შესახებ სატელეფონო ზარების შესვლის შემდეგ. 22 სექტემბერს მორიგი ევაკუაცია გახდა საჭირო მოსკოვშიც. აფეთქების საფრთხეზე ანონიმური სატელეფონო ზარებით მუქარა 10 სექტემბრიდან მოედო რუსეთს, საჭირო გახდა სკოლებიდან, სავაჭრო ცენტრებიდან, თეატრებიდან, სასტუმროებიდან, მთავრობის შენობებიდან ხალხის ევაკუაცია. ასაფეთქებელი მოწყობილობები არსად არ უპოვიათ. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 14 სექტემბერს „სატელეფონო ტერორიზმი“ უწოდა ანონიმურ მუქარას და განაცხადა, რომ „ყველა საჭირო ზომას მიმართავენ“ დამნაშავეთა დასაკავებლად.

XS
SM
MD
LG