Accessibility links

ყირიმში სასამართლომ სეპარატიზმში დამნაშავედ ცნო ჟურნალისტი მიკოლა სემენა


ყირიმში, რომელიც რუსეთს უკანონოდ აქვს მიერთებული, სასამართლომ დამნაშავედ ცნო რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების შტატგარეშე თანამშრომელი, ჟურნალისტი მიკოლა სემენა და მას 2,5 წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. სემენას ადანაშაულებენ რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ მოწოდებაში. ის და მისი მხარდამჭერები, ისევე როგორც უფლებადამცველები და დასავლეთი, პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. სემენასთვის წაყენებული ბრალდებები უკავშირდება სტატიას, რომელიც მან 2015 წელს დაწერა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ვებსაიტის "კრიმ.რეალიი"-სთვის. რუსეთმა 2014 წელს მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG