Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის პრეზიდენტმა გააუქმა უკრაინაში ვიზიტი ენის შესახებ ახალი კანონპროექტის გამო


2017 წ. 21 სექტემბერი: რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი ნიუ-იორკში
2017 წ. 21 სექტემბერი: რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი ნიუ-იორკში

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა გააუქმა უკრაინაში ოქტომბრისათვის დაგეგმილი ვიზიტი ენის შესახებ ახალი კანონპროექტით უკმაყოფილების ნიშნად. იოჰანისმა 21 სექტემბერს უთხრა ჟურნალისტებს, რომ თუ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ხელს მოაწერს კანონპროექტს, რომელიც ბოლოხანს დაამტკიცა პარლამენტმა, უმცირესობებისთვის „მკვეთრად შეიზღუდება“ განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობა. ეს შეფასება იოჰანისმა გამოთქვა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიასთან დაკავშირებით ვიზიტის დროს. იოჰანისი აცხადებს ასევე, რომ გააუქმა ბუქარესტში პოროშენკოს მიწვევა. კანონპროექტით, რომელიც 5 სექტემბერს დაამკტიცა უკრაინის პარლამენტმა, უკრაინული ცხადდება მთავარ ენად მთელს ქვეყანაში, სკოლებში მეხუთე კლასის შემდეგ. კანონპროექტს ასევე აკრიტიკებენ უნგრეთი და რუსეთი. მაგრამ კიევი უარყოფს ბრალდებას უმცირესობათა ენების შევიწროვების შესახებ. ის განმარტავს, რომ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისათვის სწავლის პროცესი, უკრაინულთან ერთად, მათ ენებზეც გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG