Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი: „მმართველთა ხეივანში“ გაიხსნა საბჭოთა ლიდერების ბიუსტები


2017 წლის 22 სექტემბერი, მოსკოვი: საბჭოთა ლიდერების ბიუსტები "მმართველთა ხეივანში"
2017 წლის 22 სექტემბერი, მოსკოვი: საბჭოთა ლიდერების ბიუსტები "მმართველთა ხეივანში"

მოსკოვში მდებარე „მმართველთა ხეივანში“ გაიხსნა შვიდი საბჭოთა ლიდერის, მათ შორის ლენინისა და სტალინის ბიუსტები. დანარჩენი ბიუსტები გამოსახავს ნიკიტა ხრუშჩოვს, ლეონიდ ბრეჟნევს, იური ანდროპოვს, კონსტანტინ ჩერნენკოსა და მიხაილ გორბაჩოვს. „მმართველთა ხეივანი“ 2016 წელს გაიხსნა და თავდაპირველად მასში აღმართული იყო რუსეთის IX საუკუნიდან მმართველი 33 ისტორიული მოღვაწის ძეგლები. პარასკევს, 22 სექტემბერს, საბჭოთა ლიდერების ბიუსტების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდა რუსეთის კულტურის მინისტრი, ვლადიმირ მედინსკი. ბელადების ძეგლებთან საპროტესტო აქცია გამართა ქალმა, რომელმაც გაშალა პლაკატი ანა ახმატოვას ლექსით „სტალინის დამცველებს“. ბოლოხანს რუსეთში იზრდება სტალინის მიმართ დადებითად განწყობილი ადამიანების რიცხვი. იხსნება სტალინის მუზეუმები, მას უდგამენ ძეგლებს და ამართლებენ სტალინურ რეპრესიებს, რომლებსაც მილიონობით უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG