Accessibility links

უკრაინის სასამართლომ განაახლა მოსმენა სააკაშვილის მიერ საზღვრის "უკანონოდ" გადაკვეთის საქმეზე


უკრაინის სასამართლომ განაახლა მოსმენა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე. უკრაინის ხელისუფლება უკანონოდ მიიჩნევს 10 სექტემბერს სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთას. სააკაშვილი არ დასწრებია დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში სასამართლოს სხდომას. 22 სექტემბერს მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვერ გამოცხადდებოდა სასამართლოში, რადგან არ სურდა გაეუქმებინა ქალაქ ჩერკასის მოსახლეობასთან შეხვედრა. ჩერკასი აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარეობს. სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, 10 სექტემბერს გადავიდა პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე. 12 სექტემბერს უკრაინელმა სამართალდამცველებმა მას გააცნეს ადმინისტრაციული ოქმი სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შესახებ. ამის შემდეგ სააკაშვილი მოგზაურობს უკრაინის ქალაქებში, მათ შორის კიევში, მხარდამჭერების შემოსაკრებად. ის ამბობს, რომ გააგრძელებს ბრძოლას უკრაინის მოქალაქეობის აღსადგენად და მიზნად ისახავს, უკრაინაში ხელისუფლებაში მოვიდეს „ახალი ხალხი“, რომელიც „ქვეყანას შეცვლის“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG