Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საჭიროდ მიიჩნევს ორწლიან გარდამავალ პერიოდს ბრექსიტის შემდეგ


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი საჭიროდ მიიჩნევს ორწლიან გარდამავალ პერიოდს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გავლის შემდეგ. მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფო შეასრულებს ვალდებულებებს, რომლებსაც ითვალისწინებს ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუჯეტი. ტერეზა მეი 22 სექტემბერს სიტყვით გამოვიდა იტალიის ქალაქ ფლორენციაში და გამოთქვა სურვილი, რომ ბრიტანეთი დარჩეს ევროპის საერთო ბაზარზე ხსენებულ პერიოდში. ამ ორი წლის განმავლობაში, მეის თქმით, ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ ბრიტანეთში ცხოვრება და მუშაობა, მაგრამ იარსებებს სარეგისტრაციო სისტემა, რომლითაც მომზადდება ურთიერთობის ახალი რეჟიმი. მეიმ ასევე მიანიშნა, რომ ლონდონი გადაიხდის თანხას, რომლის გადახდაც ევროკავშირიდან გასვლისათვის ევალება. ბრექსიტის შესახებ ლონდონისა და ბრიუსელის მოლაპარაკება ამჟამად ჩიხშია შესული. აზრთა სხვაობის გამომწვევ საკითხებს შორის არის თანხა, რომელიც ბრიტანეთმა უნდა გადაიხადოს ევროკავშირის წინაშე ვალდებულების შესასრულებლად.

XS
SM
MD
LG