Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა განაცხადა, რომ წარმატებით გამოცადა ბალისტიკური რაკეტა


სამხედრო აღლუმი თეირანიში. 2017 წ. 22 სექტემბერი.
სამხედრო აღლუმი თეირანიში. 2017 წ. 22 სექტემბერი.

ირანმა განაცხადა, რომ წარმატებით გამოცადა ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ორიათას კილომეტრამდე რადიუსში მოქმედებს და ერთდროულად რამდენიმე ქობინის ტარება შეუძლია. რაკეტის გაშვების შესახებ 23 სექტემბერს განაცხადა ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ, მისი ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი. ახლახან ახალი რაკეტა აჩვენეს თეირანში გამართულ სამხედრო აღლუმზე, რომელსაც ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი ესწრებოდა. მან განაცხადა, რომ მომავალშიც გააძლიერებს ქვეყნის სარაკეტო პოტენციალს. თეირანში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქმე ეხება მხოლოდ თავდაცვას. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას მოსთხოვა ირანს, შეწყვიტოს რაკეტების განვითარებაზე მუშაობა. ტრამპმა ასევე გააკრიტიკა ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე ხელშეკრულება, რომელსაც 2015 წელს მოეწერა ხელი და პირობა დადო, რომ გადახედავს მას. წელს აშშ-მა ცალმხრივი წესით შემოიღო ირანის წინააღმდეგ სანქციები თეირანის მიერ რაკეტების გამოცდის გამო. თეირანი აცხადებს, რომ ახალ რაკეტებს არ ძალუძთ ბირთვული ქობინების ტარება.

XS
SM
MD
LG