Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ აშშ-ის 21 შტატში განხორციელდა ჰაკერული თავდასხმები


აშშ-ის 21 შტატში განხორციელდა ჰაკერული თავდასხმები 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე. ამის შესახებ იტყობინება აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების სამინისტრო. უწყებას არ უხსენებია ამ თავდასხმების წყაროები, მაგრამ სამი შტატის წარმომადგენლებმა პრესას უთხრეს, რომ კვალს რუსეთთან მივყავართ. მაგალითად, ვისკონსინის საარჩევნო კომისიის ცნობით, თავდასხმის უკან დგანან კრემლთან დაკავშირებული ჰაკერები. მაგრამ უმეტეს შემთხვევებში მათ ვერ მოახერხეს საარჩევნო კომისიის კომპიუტერებში შეღწევა. მოსკოვი უარყოფს ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG