Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

23 სექტემბერს ცენტრალურ მექსიკაში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა


მაშველები 19 სექტემბრის მიწისძვრის შემდეგ
მაშველები 19 სექტემბრის მიწისძვრის შემდეგ

მექსიკისა და აშშ-ის სეისმოლოგების თქმით, 23 სექტემბერს ცენტრალურ მექსიკაში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. რამდენიმე დღის წინ, 19 სექტემბერს მექსიკას უკვე დაატყდა მძლავრი მიწისძვრა, რომელსაც 300-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დღევანდელი მიწისძვრა თბილისის დროით 12:53-ზე მოხდა და მისი ეპიცენტრი იყო ქალაქ მატიას რომეროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 19,3 კილომეტრზე. დედაქალაქ მეხიკოში მაშველებმა დროებით შეწყვიტეს სამუშაოები. წინასწარი ინფორმაციით, დღევანდელ მიწისძვრას გავლენა არ მოუხდენია მეხიკოზე.

XS
SM
MD
LG