Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: აშშ-მა და ჩრდილოეთმა კორეამ უნდა შეწყვიტონ ერთმანეთის შეურაცხყოფა და მუქარა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადებების გაცვლა-გამოცვლა დაუშვებელია და ორივე მხარემ უნდა შეიკავოს თავი. „ბავშვებივით კინკლაობა დაიწყეს და აღარავის შეუძლია მათი გაჩერება“, თქვა ლავროვმა 22 სექტემბერს. ლავროვმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კი ჩონ ინმა პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გონებრივად ჩამორჩენილი უწოდა, ვინაიდან ამ უკანასკნელმა გაეროში გამოსვლისას თქვა, რომ აშშ მთლიანად გაანადგურებს ჩრდილოეთ კორეას, თუკი ფხენიანი აშშ-ის, ან მისი მოკავშირის წინააღმდეგ იერიშს განახორციელებს.

XS
SM
MD
LG