Accessibility links

მოსკოვი: პოლიციამ აქციაზე დააკავა ოპოზიციის აქტივისტი სერგეი უდალცოვი და კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი


სერგეი უდალცოვი

რუსეთის პოლიციამ მოსკოვის ცენტრში გამართული დემონსტრაციის დროს დააკავა ოპოზიციის აქტივისტი სერგეი უდალცოვი და კიდევ, სულ მცირე, 30 ადამიანი. უდალცოვის ადვოკატის, ვიოლეტა ვოლკოვას თქმით, მის კლიენტს ბრალად ედება დემონსტრაციის ჩატარების წესების დარღვევა. საქმეს სასამართლო განიხილავს 25 სექტემბერს. უდალცოვი მანამდე წინასწარი დაკავების საკანში დარჩება. 23 სექტემბრის აქციაზე დაკავებულთა შორის იყო მწერალი და ნაციონალისტი პოლიტიკოსი ედუარდ ლიმონოვიც. უდალცოვი 8 აგვისტოს გაათავისუფლეს ციხიდან, სადაც ის ოთხნახევარი წელი იხდიდა პატიმრობას 2012 წელს მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG