Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავდასხმა განახორციელა საერთაშორისო ძალების კოლონაზე


ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულში თავდასხმა განახორციელა საერთაშორისო ძალების კოლონაზე. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა. ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, დაიჭრა სამი სამოქალაქო პირი. თალიბებმა კი გაავრცელეს ცნობა, რომ მოკლულია 16 ჯარისკაცი და განადგურებულია სამი დაჯავშნული მანქანა. უკანასკნელ ხანებში თალიბებმა და ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ არაერთხელ განახორციელეს თავდასხმები ავღანეთისა და საერთაშორისო ჯარებზე. პროვინცია ჰელმანდში ავღანელმა თალიბებმა მოკლეს რაიონული პოლიციის უფროსი. პროვინციის გუბერნატორის თქმით, ოფიცერი შაბათს მოკლეს, როცა მეამბოხეები პატრულირების დროს დაესხნენ თავს მის მანქანას. კიდევ ერთი პოლიციელი დაიჭრა. მომხდარისთვის თალიბებმა იკისრეს პასუხისმგებლობა.

XS
SM
MD
LG