Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია: ეგზიტპოლების მიხედვით, გაიმარჯვა ანგელა მერკელის კონსერვატიულმა ალიანსმა


ეგზიტპოლების თანახმად, კანცლერ ანგელა მერკელის კონსერვატიულმა ალიანსმა პირველი ადგილი მოიპოვა გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში. ეს მერკელს საშუალებას აძლევს, კიდევ ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელოს მთავრობას. 24 სექტემბრის არჩევნებში მერკელის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიანულ-სოციალური კავშირის ბლოკი ლიდერობს 32,5-33,5 პროცენტით. გამოკითხვების თანახმად, სოციალ-დემოკრატები, რომელთაც მარტინ შულცი ხელმძღვანელობს, 20-21 პროცენტს მიიღებენ. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მათი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 13-13,5 პროცენტით პარლამენტში მესამე ძალა იქნება მემარჯვენე-რადიკალური „ალტერნატივა გერმანიისთვის“. მემარჯვენე რადიკალები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბუნდესტაგში პირველად დაიკავებენ ადგილს. ახლა მერკელი შეეცდება, კოალიციური მთავრობა შექმნას, რასაც შეიძლება თვეები დასჭირდეს. სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, მანუელა შლეზვიგმა განაცხადა, რომ მისი პარტია ოპოზიციაში გადავა.

საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები
საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები

XS
SM
MD
LG