Accessibility links

სირიაში დაიღუპა რუსეთის შეირაღებული ძალების გენერალი


დეირ ელ-ზორი

სირიაში დაიღუპა რუსეთის კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე - გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ასაპოვი. ასაპოვის სიკვდილის ფაქტს ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. როგორც იტყობინებიან, ასაპოვი დაიღუპა სირიის ქალაქ დეირ ელ-ზორის რაიონში, ნაღმსატყორცნებით იერიშის შედეგად. ჭურვი სამეთაურო პუნქტს მოხვდა. გენერალი ასაპოვი რუსეთის მეხუთე სამხედრო მოსამსახურეა, რომლის სიკვდილის შესახებაც გახდა ცნობილი მიმდინარე კვირაში. როიტერის ცნობით, მხოლოდ 2017 წელს სირიაში, სულ მცირე, 40 სამხედრო მოსამსახურე და კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ ათი სამხედროს სიკვდილს ადასტურებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG