Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ანგელა მერკელის ბლოკმა


ანგელა მერკელი
ანგელა მერკელი

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ქრისტიან-დემოკრატებისა და ქრისტიან-სოციალისტების კონსერვატიულმა ბლოკმა, ქვეყნის მოქმედი კანცლერის, ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით. 24 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების წინასწარი, ოფიციალური შედეგებით, ბლოკმა მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 33%. მეორე ადგილზე 20,5%-ით სოციალ-დემოკრატიული პარტიაა. ორივე მათგანმა, წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაკარგა ამომრჩეველთა მხარდაჭერა, რადგან 2013 წელს კონსერვატიულმა ბლოკმა ხმების 41,5% მიიღო, ხოლო სოციალ-დემოკრატებმა 25,7%. წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, გერმანიის ბუნდესთაგის მანდატები პირველად მოიპოვა მემარჯვენე-პოპულისტურმა პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის,“ რომელსაც მხარი დაუჭირა არჩევნებში მონაწილეთა 12,6%-მა. წინასწარი, ოფიციალური შედეგებით, ხმების 10,7% მიიღო „გერმანიის თავისუფალმა, დემოკრატიულმა პარტიამ,“ 9,2% „მემარცხენე პარტიამ“ და 8,9% „მწვანეებმა.“ სხვა პოლიტიკურმა ძალებმა 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. გერმანიის პარლამენტის არჩევნებში სულ მონაწილეობდა 42 პარტია. ამომრჩეველთა აქტივობამ 76,2% შეადგინა. საბოლოო, ოფიციალური შედეგები დაახლოებით ერთ კვირაში გამოქვეყნდება.

XS
SM
MD
LG