Accessibility links

გერმანიაში ახალი მთავრობის ფორმირება იწყება


ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს იმედი აქვს, რომ კოალიციის შესაქმნელად რთული მოლაპარაკების მიუხედავად, ქვეყნის ახალი მთავრობა მუშაობას დაიწყებს შობის დღესასწაულამდე. ტელეკომპანიის, ARD-ს ეთერით გამოსვლისას ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მისი მიზანია შექმნას სტაბილური მთავრობა, რომელიც გერმანიას ყოველთვის გამოარჩევდა. მერკელის თქმით, საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე არსებობს ორი თეორიული შესაძლებლობა - ქრისტიან-დემოკრატებისა და ქრისტიან-სოციალისტების ბლოკის მუშაობის გაგრძელება სოციალ-დემოკრატებთან, ან ახალი კოალიციის შექმნა „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „მწვანეებთან.“ 24 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, მარტინ შულცმა განაცხადა, რომ პარტია ოპოზიციაში გადადის. მიუხედავად ამისა, ანგელა მერკელმა მარტინ შულცს მოუწოდა, ხელი შეუწყოს სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG