Accessibility links

ერაყელი ქურთები დამოუკიდებლობის რეფერენდუმს მართავენ, რეგიონში შეშფოთების ფონზე


ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრეზიდენტი, მასუდ ბარზანი

ერაყის ავტონომიურ ქურთისტანის რეგიონში ამომრჩეველმა ხმის მიცემა დაიწყო დამოუკიდებლობის რეფერენდუმში, მიუხედავად ბაღდადის მუქარისა, რომ ის იბრძოლებს ერაყის ერთიანობის შესანარჩუნებლად, მათ შორის ნავთობისგან მიღებული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შემოსავლის გადაკეტვის გზით. ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრეზიდენტი, მასუდ ბარზანი აცხადებს, რომ 25 სექტემბრის არასავალდებულო რეფერენდუმი წარმოადგენს პირველ ნაბიჯს გრძელ პროცესში, რომლის ფარგლებშიც რეგიონმა დამოუკიდებლობის შესახებ უნდა გამართოს მოლაპარაკებები. ქურთისტანი 1991 წლიდანაა ავტონომიური და მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. რეგიონში რეგისტრირებულია 5.3 მილიონამდე ამომრჩეველი. პირველად შედეგებს რეფერენდუმიდან 24 საათის განმავლობაში მოელიან, თუმცა, გავრცელებული ვარაუდით, ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა მხარს დამოუკიდებლობას დაუჭერს. გაერო, აშშ და სხვა დასავლელი ძალები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ რეფერენდუმმა შესაძლოა ყურადღება გადაიტანოს ექსტრემისტულ ჯგუფ ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლიდან, თუ მას კამათის საგნად ქცეულ ადგილებში არეულობა მოჰყვება. ბაღდადის გარდა, რეფერენდუმს ეწინააღმდეგებიან თურქეთი და ირანი - ორივე ქვეყანაში სახლობენ ქურთთა უმცირესობები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG