Accessibility links

ტრამპის ახალი სამოგზაურო აკრძალვები მიზანში იღებს ირანს, ჩრდილოეთ კორეასა და ვენესუელას


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაავრცელა ახალი წესები რვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც აშშ-ში შესვლას ცდილობენ. ტრამპმა ჩრდილოეთი კორეა და ვენესუელა დაუმატა სიას, რომელიც უკვე მოიცავს ირანს და ამით შეცვალა ძველი სამოგზაურო აკრძალვა, რომელსაც მალე გასდიოდა ვადა. ტრამპმა 24 სექტემბერს მოაწერა ხელი კანონს, რომელიც შეზღუდვების სპექტრს უწესებს ჩადის, ირანის, ლიბიის, სომალის, სირიის, იემენის, ჩრდილოეთ კორეის და ვენესუელის მოქალაქეებს. მოიხსნა სუდანის მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვები, ერაყის მოქალაქეები კი გამკაცრებულად შემოწმდებიან, თუმცა აშშ-ში შესვლის აკრძალვა მათზე არ გავრცელდება. ახალი შეზღუდვები 18 ოქტომბერს ამოქმედდება - რვა დღეში მას შემდეგ, რაც სასამართლომ უნდა მოისმინოს ზეპირი არგუმენტები ტრამპის მიერ შემოღებული წინა აკრძალვის კანონიერების შესახებ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG