Accessibility links

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: სირიაში რუსი გენერალი დაიღუპა


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აღმოსავლეთ სირიის ქალაქ დეირ ალ-ზორთან ახლო ბრძოლაში დაიღუპა მისი ერთ-ერთი გენერალი, რომელიც სირიის სამთავრობო ჯარების მრჩევლად მუშაობდა. სააგენტო ტასი ავრცელებს სამინისტროს 24 სექტემბრის განცხადებას - რომ გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ასაპოვი "სირიის ჯარების საკოორდინაციო პოსტზე იყო და სირიელ მეთაურებს ეხმარებოდა დეირ ალ-ზორის გათავისუფლების ოპერაციაში", როცა ის სასიკვდილოდ დაიჭრა ექსტრემისტული ჯგუფის, ისლამური სახელმწიფო მიერ ნასროლი ჭურვით. სამინისტრო დასძენს, რომ ასაპოვს სიკვდილის შემდეგ ორდენს მიანიჭებენ. რუსეთი და აშშ ცალ-ცალკე უჭერენ მხარს სირიაში მიმდინარე შეტევებს, რომელთაგან ორივე ებრძვის ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტებს ქვეყნის აღმოსავლეთში, ერაყთან ახლოს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG