Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის პრემიერ-მინისტრი პარლამენტს დაითხოვს, ოქტომბერში ახალი არჩევნებია


იაპონიის პრემიერ-მინისტრი, შინზო აბე აცხადებს, რომ დაითხოვს პარლამენტის ქვედა პალატას და ოქტომბერში ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს. ამ ნაბიჯს აღიქვამენ მის მცდელობად ისარგებლოს საკუთარი მაღალი რეიტინგით იმ ვითარებაში, როცა ქვეყნის პოლიტიკური ოპოზიცია დასუსტებულია. აბემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარლამენტის ქვედა პალატა 28 სექტემბერს დაიშლება. პრემიერ-მინისტრის მოწონების რეიტინგი ამჟამად 50 პროცენტს უტოლდება - მაშინ, როცა ივლისში ეს მონაცემი 30 პროცენტი იყო. ვარაუდობენ, რომ აბეს მთავარი საარჩევნო დაპირებები შეეხება სოციალურ ხარჯებს, ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით სიმკაცრის შენარჩუნებას და იაპონიის კონსტიტუციის გადასინჯვას სამხედრო ძალასთან მიმართებით. ამორჩეველი აბეს ძლიერ ლიდერად აღიქვამს, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მისი რეიტინგი, ჩრდილოეთ კორეასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე მისი ბირთვული პროგრამის გამო. შინზო აბე უკვე თითქმის ექვსი წელია პრემიერ-მინისტრად მსახურობს. ათწლეულის წინ მან მცირე ვადით იმუშავა, შემდეგ კი 2012 წელს პოლიტიკაში დიდი წარმატებით დაბრუნდა.

XS
SM
MD
LG