Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციასთან შეუსაბამო უწოდა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას


პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციასთან შეუსაბამო უწოდა პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, არ დანიშნოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა. „კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას ნიშნავს პარლამენტის მოთხოვნით და მთავრობის წარდგინებით, წარდგინებასა და მოთხოვნას შორის კი ზუსტად ის განსხვავებაა, რომ ერთ შემთხვევაში, დისკრეცია აქვს პრეზიდენტს, ხოლო მეორე შემთხვევაში, როცა პარლამენტის მოთხოვნაზეა საუბარი, პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს რიგგარეშე სხდომა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება პარლამენტის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულებაცაა.

XS
SM
MD
LG