Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და პაკისტანი ატარებენ ერთობლივ წვრთნებს ჩრდილოეთ კავკასიაში


რუსეთი და პაკისტანი ატარებენ სპეცდანიშნულების რაზმების ორკვირიან ერთობლივ წვრთნებს ჩრდილოეთ კავკასიაში, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში. 25 სექტემბერს სოფელ ნიჟნი არხიზში გაიმართა სწავლების გახსნის ცერემონია, რომელსაც ესწრებოდა ორივე ქვეყნის სპეცდანიშნულების რაზმების 200-მდე წევრი. პაკისტანელი გენერლის, ალამდარ ჰუსეინ შაჰის განცხადებით, სწავლებას „დიდი მნიშვნელობა“ აქვს როგორც ისლამაბადის, ისე მოსკოვისათვის. გენერლის განმარტებით, „სწავლების მიზანია რუსეთისა და პაკისტანის სამთო ქვედანაყოფებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარება და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის კონსოლიდაცია“. სწავლება 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება. პაკისტანმა და რუსეთმა 2014 წელს გააფორმეს თავდაცვის სფეროში შეთანხმება, რომელიც ეხება თანამშრომლობას საერთაშორისო უსაფრთხოების გასაძლიერებლად. შეთანხმება ითვალისწინებს ანტიტერორისტული ძალისხმევისა და შეიარაღების კონტროლის, ისევე როგორც სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურებას.

XS
SM
MD
LG