Accessibility links

ჩრდილოეთ კორეას „ომის გამოცხადების“ ტოლფასად მიაჩნია ტრამპის განცხადებები


ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის, რი იონ ჰოს შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალლდ ტრამპის ბოლო განცხადებები „ომის გამოცხადების“ ტოლფასია და ფხენიანს აქვს უფლება, ჩამოაგდოს აშშ-ის სტრატეგიული ბომბდამშენი მაშინაც კი, როცა ის არ იმყოფება ჩრდილოეთ კორეის საჰაერო სივრცეში. ეს მუქარა მინისტრმა გამოთქვა 25 სექტემბერს ნიუ-იორკში, სადაც ესწრება გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომას. როგორც რი იონ ჰომ ჟურნალისტებს უთხრა, ჩრდილოეთი კორეა განიხილავს „ყველა შესაძლებლობას“ აშშ-ს მოქმედებაზე საპასუხოდ. რიმ, რომელიც მთარგმნელის დახმარებით ესაუბრა ჟურნალისტებს, აღნიშნა ასევე: მთელს მსოფლიოს კარგად უნდა ახსოვდეს, რომ აშშ-მა პირველმა გამოუცხადა ომი ჩვენს ქვეყანასო. აშშ-ის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა, რომლებსაც თან ახლდა საბრძოლო თვითმფრინავები, 23 სექტემბერს გაიფრინეს საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთით. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „შეშლილი“ უწოდა კიმ ჩენ ინს გასულ კვირაში - მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე კიმ ჩენ ინმა ტრამპი მოიხსენია „არანორმალურ ამერიკელ ჭკუასუსტ ბებრად“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG