Accessibility links

ერაყელმა ქურთებმა დიდი უმრავლესობით დაუჭირეს მხარი ავტონომიის დამოუკიდებლობას


წინასწარი ინფორმაციით რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი ერაყის ქურთთა ავტონომიის დამოუკიდებლობას, რისთვისაც ქურთები 1991 წლიდან იბრძვიან. ერაყის ქურთთა რეგიონული ხელისუფლების ლიდერი მასუდ ბარზანი აცხადებს, რომ რეფერენდუმი, რომელსაც არ აქვს სავალდებულო ძალა, პირველი ნაბიჯია რეგიონის სრული დამოუკიდებლობის ხანგრძლივ პროცესში. ხმის მიცემამდე აშშ-მა, თურქეთმა და ირანმა გამოხატეს შეშფოთება, იმ მოსალოდნელი დაძაბულობის გამო, რაც რეფერენდუმის შედეგებმა შეიძლება გამოიწვიოს მთელ რეგიონში. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰეიდარ ალ-აბადიმ დღეს განაცხადა, რომ იგი არ აპირებს მოლაპარაკებების გამართვას ქურთთა ლიდერებთან „არაკონსტიტუციური“ რეფერენდუმის შედეგებზე. მანამდე ბაღდადმა გააფრთხილა ერაყელი ქურთები რომ იგი იბრძოლებს იმისათვის, რომ აღადგინოს ქვეყნის ერთიანობა და მზად არის შეამციროს ქურთისტანის რეგიონში არსებული სასიცოცხლოდ აუცილებელი ნავთობის მოპოვებით მიღებული შემოსავლები. საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რეფერენდუმზე ერაყის ქურთისტანის რეგიონში მონაწილეობა მიიღო 3,3 მილიონმა კაცმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 72%-ს შეადგენს. რეფერენდუმის საბოლოო შედეგები 28 სექტემბერს გახდება ცნობილი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG