Accessibility links

ერთი ქართველი მესაზღვრე დაიღუპა საქართველო-რუსეთის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შედეგად


1 ქართველი მესაზღვრე დაიღუპა და 3 დაშავდა საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მომხდარი აფეთქების შედეგად. შსს-ს ინფორმაციით, აფეთქება 25 სექტემბერს, საღამოს მოხდა სავარაუდოდ, გაზის ბალონის აალების შედეგად. ორი დაშავებული მესაზღვრე თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG