Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ღრმა შეშფოთება გამოთქვა ყირიმის სასამართლოს მიერ რადიო თავისუფლების თანამშრომლისთვის განაჩენის გამოტანის გამო


მიკოლა სემენა
მიკოლა სემენა

აშშ-მა ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სასამართლოს მიერ, რადიო თავისუფლების შტატგარეშე თანამშრომლის, მიკოლა სემენასთვის განაჩენის გამოტანის გამო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, განაჩენი დაფუძნებულია იმაზე, რომ სემენა რუსეთს აკრიტიკებდა ყირიმის ანექსიის დაკანონების მცდელობისთვის. აშშ-მა რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებას მოუწოდა, გააუქმოს მიკოლა სემენასთვის გამოტანილი განაჩენი, მისცეს ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა და შეწყვიტოს განსხვავებულად მოაზროვნეთა დევნის კამპანია. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ყირიმი უკრაინის განუყოფელი ნაწილია და აშშ თანმიმდევრულად განაგრძობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. 22 სექტემბერს, სიმფეროპოლის სასამართლომ მიკოლა სემენა სეპარატიზმში დამნაშავედ ცნო რადიო თავისუფლების პროექტის, Крым.Реалии-ს ვებსაიტზე 2015 წელს გამოქვეყნებული სტატიისთვის, რომელშიც ჟურნალისტმა დადებითად შეაფასა უკრაინელი ნაციონალისტების მიერ ორგანიზებული, ყირიმის ენერგობლოკადა. სასამართლომ სემენას შეუფარდა ორნახევარი წლით პირობითი სასჯელი და პროფესიული საქმიანობა აუკრძალა.

XS
SM
MD
LG