Accessibility links

გამომძიებელ ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას მიენიჭა „ალტერნატიული ნობელის“ პრემია


სოციალური სამართლიანობისათვის მებრძოლ ცნობილ აზერბაიჯანელ გამომძიებელ ჟურნალისტ, ხადიჯა ისამილოვას და მასთან ერთად სამ ადვოკატს მიენიჭათ „მართებული ცხოვრების წესისათვის“ განკუთვნილი ჯილდო, რომელსაც ხშირად უწოდებენ „ალტერნატიულ ნობელის“ პრემიას. რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა მრავალი წლის მანძილზე იძიებს აზერბაიჯანის მთავრობაში გამეფებულ მექათმეობას, რისთვისაც მან, შეთითხნილი ბრალდებებით, 17 თვე გაატარა ბაქოს ციხეში. სტოკჰოლმში მდებარე „მართებული ცხოვრებისათვის დაწესებული ჯილდოს ფონდის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ხადიჯა ისმაილოვა ტვიტერით გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა ყველას, „ვინც მას დაეხმარა ამ წამოწყებაში“. ისმაილოვას გარდა „ალტერნატიულ ნობელის პრემიას“, რომელიც 3 მილიონ შვედურ კრონს, ანუ 374 ათას ამერიკულ დოლარს უდრის, გაინაწილებენ კიდევ ორი უფლებათადამცველი: ეთიოპიელი აქტივისტი ქალი, ეტნებერშ ნიგუისი და ინდოელი ადვოკატი კოლინ გონსალვესი. კიდევ ერთი ადვოკატი, ამერიკელი რობერტ ბილოტი, რომელიც გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ მართლმსაჯულებაში მოღვაწეობს, საპატიო პროზით დაჯილდოვდება. „მართებული ცხოვრების წესისათვის განკუთვნილი ჯილდოს საერთაშორისო ფონდი“ დაარსდა 1980 წელს, ფილანტროპმა იაკობ ფონ იუქსკულმა, რომელიც არ აღიარებდა ნობელის პრემიას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG