Accessibility links

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი წარსდგა ანტიკორუფციული სასამართლოს წინაშე


პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი ისლამაბადში დაბრუნდა და წარსდგა ანტიკორუფციული სასამართლოს წინაშე, რომელიც პოლიტიკოსის მიმართ კორუფციისათვის წაყენებულ ბრალს განიხილავს. ნავაზ შარიფი პაკისტანის დედაქალაქში პირველად ჩავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ 28 ივლისს პრემიერ-მინისტრის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო. ანტიკორუფციული სასამართლოს შენობაში მისულ ნავაზ შარფს მომხრეები მხარდამჭერი შეძახილებით შეხვდნენ. თუმცა, პაკისტანის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მალევე დატოვა სასამართლოს შენობა და თავის ადვოკატებს გადაულოცა უფლება დაესწრონ სხდომებს მისი სახელით. შარიფის დაკითხვა სასამართლოზე 2 ოქტომბერს მოხდება. ქვეყნის სამგზის პრემიერ-მინისტრი და მის ოჯახის წევრები უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო კორუფციულ საქმეებში, რასაც პროკურატურა 1990-იანი წლებიდან იძიებდა. ნავაზ შარიფი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG