Accessibility links

გერჰარდ შრიოდერი დაამტკიცეს „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატად


რუსეთის მთავრობამ გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შრიოდერი დაამტკიცა კომპანია „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. ამის შესახებ იუწყება რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“. „როსნეფტი“ შედის იმ კომპანიების სიაში, რომლებზეც ვრცელდება ევროკავშირის სანქციები, შემოღებული რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ. ხოლო შრიოდერს ამჟამად უკავია კომპანია „ჩრდილოეთის ნაკადის“ აქციონერთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, დოკუმენტში, რომელიც კანდიდატად შრიოდერის დამტკიცებას ეხება, ის მოხსენიებულია „მსოფლიო მასშტაბის ავტორიტეტიან პოლიტიკოსად“, გამორჩეული „კომპეტენციისა და გამოცდილების“ მქონე კაცად. სხდომა, რომელზეც „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ახალ ხელმძღვანელს აირჩევენ, „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, 29 სექტემბერს სანქტ-პეტერბურგში გაიმართება. წელს აგვისტოში გახდა ცნობილი, რომ შრიოდერს უპირებენ „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელად არჩევას. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კრიტიკით გამოეხმაურა ამ ნაბიჯს და აღნიშნა ის, რომ "როსნეფტის" წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები მოქმედებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG