Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„როსკომნადზორი“ იმუქრება 2018 წლიდან რუსეთში ფეისბუკის დაბლოკვით


რუსეთში შესაძლოა, 2018 წლიდან დაბლოკონ სოციალური ქსელი ფეისბუკი, თუ ის არ შეასრულებს კანონს, რომელიც IT კომპანიებს ავალდებულებს რუსეთის მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების შენახვას რუსეთში არსებული სერვერების გამოყენებით. კანონის დასაცავად ყველა ზომას მივმართავთ, ან კომპანია შეწყვეტს რუსეთში მოქმედებასო,- უთხრა ჟურნალისტებს რუსეთში ინტერნეტის მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს, „როსკომნადზორის“ ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ჟაროვმა. მისივე თქმით, რუსეთი ფეისბუკისაგან მოითხოვს № 242 კანონის შესაბამისად მოქმედებას. რუსეთში 2014 წლიდან მოქმედის კანონი, რომელიც ეხება პერსონალური მონაცემების შენახვის საკითხს. როგორც ჟაროვი ამბობს, რუსეთის მთავრობა ვერ დაუშვებს გამონაკლისს და მოუწევს მომავალი წლიდან დაბლოკოს ფეისბუკი, თუ ის არ დაიცავს კანონს. 2016 წლის ნოემბერში „როსკომნადზორმა“ ამ კანონის დარღვევის ბრალდებით დაბლოკა ასევე აშშ-ში დაარსებული სოციალური ქსელი „ლინკდინი“.

XS
SM
MD
LG